Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი ტურიზმიდან და 7.1 მილიონი საერთაშორისო მოგზაური-2023 წლის სტატისტიკური მონაცემები

მარშალ პრესი 12/02/2024
ტურიზმის სტატისტიკა

2023 წელს  საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი +17.3%-ით (608.7 მლნ. აშშ. დოლარით). საქართველომ რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

მოგზაურობიდან შემოსავლებმა 2023 წლის მეოთხე კვარტალში  873,677,043 აშშ. დოლარი შეადგინა.  2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა – 27.4%. 

გასულ წელს შემოსავლების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოგზაურთა ვიზიტები.

2023 წელს საქართველოში 7,072,220 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 75.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +30.3%-ს შეადგენს.

გასულ წელს, საქართველოში 4,669,467 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა,  რაც 2019 წლის მონაცემის 91.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +27.8%-ია.

 2023 წლის  ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1,505,240 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 71% აღდგენაა.

2023 წლის IV  კვარტალში 1,013,891 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 93% აღდგენაა. 

Continue Reading

Previous: თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა
Next: დღეს, რასაც მამუკა ხაზარაძე აკეთებს, ერთი ერთში ემთხვევა იმას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა – ირაკლი ჩიქოვანი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025