Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა

მარშალ პრესი 12/02/2024
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ე.წ თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ ძებნილ პირს, საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულ ალბანეთის მოქალაქეს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული პირი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი მრავალეპიზოდიანი თაღლითობის და ფულის გათეთრების ფაქტებზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში იძებნებოდა.

ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მაღალ პოზიციას იკავებდა და 50-ზე მეტი პირისგან შემდგარ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ის კლიენტთა მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციიდან ჩართული იყო ტრანსნაციონალური დანაშაულის ჩასადენად შექმნილი ელექტრონული პროდუქტების და სერვისების მთელი პორტფელის განაწილებასა და შემდგომ მხარდაჭერაში, რომელთა გამართულ მუშაობაზე დამოკიდებული იყო სხვადასხვა ქვეყნებიდან მოქმედი თაღლითური ქოლცენტრების საქმიანობა.

დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხოლოდ ბავარიის მიწის ტერიტორიაზე მცხოვრებ, იდენტიფიცირებულ დაზარალებულთა რაოდენობა 1000 პირს აჭარბებს, ხოლო მიყენებული ზიანის ოდენობა 42 მილიონ ევროზე მეტია.

საქართველოს პროკურატურა დაკავებული პირის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის მიზნით, შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

Continue Reading

Previous: ყველაზე გლობალური სიცრუე, რომელიც ამ საუკუნეში უშუალოდ საქართველოს შეეხო 2008 წელს, ხოლო უკრაინაში ამჟამად ვითარდება NATO-სთან არის დაკავშირებული
Next: რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი ტურიზმიდან და 7.1 მილიონი საერთაშორისო მოგზაური-2023 წლის სტატისტიკური მონაცემები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025