Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საარჩევნო კანონმდებლობაში ყველაფერი უნდა იყოს სამართლებრივად გამართული და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში, ეს არის ჩვენთვის მთავარი პრინციპი

მარშალ პრესი 10/02/2024
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებით პარლამენტი სამართლებრივად გამართულ კანონს მიიღებს.

მისი თქმით, კანონმდებლობაში ყველაფერი უნდა იყოს საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში.

„ჩვენ ვიღებთ სამართლებრივად გამართულ კანონს. ეს არის ჩვენთვის მთავარი პრინციპი. ყველაფერი უნდა იყოს სამართლებრივად გამართული და შესაბამისობაში საერთაშორისო პრაქტიკასთან“, – აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით, 81 ხმით გუშინ მიიღო.

კანონპროექტით, ცესკო-ს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება, მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმის შემოღება ხდება.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
Next: პუტინი თუ უკრაინაში გაიმარჯვებს, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ რუსეთის აგრესია სხვა ქვეყნებზე არ გავრცელდება – იენს სტოლტენბერგი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.