Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მარშალ პრესი 10/02/2024
424679272_778090357685313_3191008055035280009_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ჩავიდა.

ირაკლი კობახიძემ სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, მივუსამძიმრეთ დაღუპულების ოჯახის წევრებს. გავეცანით ვითარებას. მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.

ვიყავით სტიქიის, ტრაგედიის ადგილზე. გავეცანით ადგილზე ვითარებას, სოფელ ნერგეეთში საჭიროა განსახლება და კომპენსაციები, ამასთან დაკავშირებითაც იქნება ზომები მიღებული, 

„ვიყავით სტიქიის, ტრაგედიის ადგილზე. გავეცანით ადგილზე ვითარებას. როგორც იცით, მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. სოფელ ნერგეეთში საჭიროა განსახლება და კომპენსაციები, ამასთან დაკავშირებითაც იქნება ზომები მიღებული.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდება დღეს, ხვალ. სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი. ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ სოფლის მოსახლეობას, პირადად მოვუსამძიმრეთ დაღუპულების ოჯახის წევრებს. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა.

რაც შეეხება პრევენციას, ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ, რათა მაქსიმალურად ვიზრუნოთ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე. ვერავითარი ზომა ვერ იქნება პანაცეა. ამ შემთხვევაშიც იყო ძალიან რთული შემთხვევა, თუმცა ზოგადად, ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მოხდეს ნებისმიერი ტიპის ბუნებრივი კატასტროფის პრევენცია, სადაც ეს შესაძლებელია.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სადაც იქნება შესაძლებელი პრევენცია, იქ მაქსიმალური ზომები უნდა იყოს მიღებული და რა თქმა უნდა, ეს სისტემები უნდა გაფართოვდეს“, – განაცხადა კობახიძემ. –  ირაკლი განაცხადა კობახიძემ.

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. სტიქიის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.

Post navigation

Previous: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით ერთადერთი ინტერესი გააჩნდა ოპოზიციას
Next: საარჩევნო კანონმდებლობაში ყველაფერი უნდა იყოს სამართლებრივად გამართული და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში, ეს არის ჩვენთვის მთავარი პრინციპი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.