Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

განათლებაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც ამბობს, წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრი პარტიულია და პოლიტსაბჭოს წევრიო – თენგიზ შარმანაშვილი ანა ნაცვლიშვილზე

მარშალ პრესი 09/02/2024
თენგიზ შარმანაშვილი

განათლებაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც ამბობს – წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრი პარტიულია და პოლიტსაბჭოს წევრიო. ამას რომ იტყვის საპარლამენტო რესპუბლიკის „განათლებული“ დეპუტატი, სად მიიღო ასეთი „განათლება“ არ ვიცი – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი „ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები არიან მინისტრები, რაც მისი აზრით, პრობლემაა.

თენგიზ შარმანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დამღლელია ანა ნაცვლიშვილის მიერ თავისი უპირატესობების დემონსტრირება.

„განათლებაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც ამბობს, წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრი პარტიულია და პოლიტსაბჭოს წევრიო. ამას რომ იტყვის საპარლამენტო რესპუბლიკის „განათლებული“ დეპუტატი, სად მიიღო ასეთი „განათლება“ არ ვიცი, რომ თურმე პარტიული რომ არის მინისტრი ეს არის ანომალია, წარმოუდგენელი თემაა, თან შინაგან საქმეთა მინისტრიო.

ვთქვათ ჟურნალისტები უშვებენ შეცდომას და ხანდახან შინაგან საქმეთა მინისტრს პირველ პოლიციელს ეძახიან, მაგრამ „განათლებული“ ქალი იგივეს ხომ არ უნდა აკეთებდე, მაგალითს ხომ უნდა აძლევდე? დამღლელია ამ ქალბატონის მიერ თავისი უპირატესობების დემონსტრირება. ნაპოლეონს აქვს ერთი რამ ნათქვამი – „არ შეუშალო შენს მოწინააღმდეგეს ხელი შეცდომის დაშვებაში“, ამიტომ, ბევრს აღარ ვილაპარაკებ, არ შევუშლი ხელს, გააგრძელოს ამ შეცდომებით სიარული“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

Continue Reading

Previous: თქვენ წარმოიდგინეთ, თავდაცვის მინისტრიც პოლიტსაბჭოს წევრია, კულტურის მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც – ანრი ოხანაშვილი ანა ნაცვლიშვილს
Next: გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025