Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს

მარშალ პრესი 09/02/2024
ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს.

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, მსურს გულითადად მოგილოცოთ თქვენს დანიშვნასთან დაკავშირებით. სიხარულით ველი თქვენთან მუშაობას, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და წინ წავწიოთ საქართველო ევროკავშირის გზაზე.

იღბალს და წარმატებებს გისურვებთ თქვენი უფლებამოსილების განხორციელებაში“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას 84 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგ წავიდა.

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად 1-ელ თებერვალს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე წარადგინეს. ამ თანამდებობაზე მან ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა.

Continue Reading

Previous: განათლებაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც ამბობს, წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრი პარტიულია და პოლიტსაბჭოს წევრიო – თენგიზ შარმანაშვილი ანა ნაცვლიშვილზე
Next: მესამე ძალა ბუნებრივად უნდა იბადებოდეს ქვეყანაში განსხვავებული იდეის ირგვლივ და არა ისე, როგორც “ლელოს” და გვარამიას ჰგონია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025