Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

საქართველო ვერ გახდება სანქციებისთვის გვერდის ავლის ადგილი და ბრიტანეთის ელჩმა დაადასტურა, რომ ასეთი მტკიცებულებები რეალურად არ არსებობს

მარშალ პრესი 10/05/2022
არჩილ თალაკვაძე

საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა სანქციებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ბრიტანეთის ელჩმა პირდაპირ თქვა, რომ დიდ ბრიტანეთს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია და უარყო ის ბრალდებები, რაც უკრაინამ საქართველოს წაუყენა.

„საქართველოს ტერიტორიაზე სანქციებისთვის არავითარი გვერდის ავლა ან რაიმე უკანონო და არასანქცირებული გადაზიდვები არ ხორციელდება. ეს არის არა რომელიმე პოლიტიკოსის ან პარტიის წარმომადგენლის განცხადება, არამედ ეს არის დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადება, რომელიც თავის სახელმწიფოს წარმოადგენს და ყველა სპეკულაციას პასუხი გაეცა მისი განცხადებით. საქართველო ვერ გახდება სანქციებისთვის გვერდის ავლის ადგილი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის ელჩმა იგივე განცხადება გააკეთა და დაადასტურა, რომ ასეთი მტკიცებულებები რეალურად არ არსებობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ ბრიტანეთის დაზვერვას არ აქვს და არ გადაუცია უკრაინის სადაზვერვო სამსახურისთვის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება.

Continue Reading

Previous: სააკაშვილი თანახმაა, რომ კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანონ
Next: საქართველო ამ გლობალურ არეულობაში, რომ იყოს ჩართული, ამის სურვილი, როგორც ჩანს არსებობს – ირაკლი ქადაგიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025