Skip to content
01/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

სააკაშვილი თანახმაა, რომ კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანონ

მარშალ პრესი 10/05/2022
კობა ნაყოფია

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, კობა ნაყოფიას ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე თანახმაა.

როგორც მან ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა, სააკაშვილს შესაბამისი შეთავაზებით დღეს მიმართეს, მაგრამ დღეს ოჯახის წევრებთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, შესაბამისად გამოკვლევებზე სავარაუდოდ მომდევნო დღეებში გადაიყვანენ.

„ამ შემოთავაზებაში არ არის საუბარი სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით, მას შესთავაზეს, რომ „ვივამედში” გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და ისევ უკან დააბრუნებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში. მას შესთავაზეს, რომ ეს მომხდარიყო დღეს, რაზეც განუცხადა, რომ დღეს ვერ წავიდოდა, რადგან დღეს ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს ოჯახის წევრებს, რის გამოც მოუწია უარის თქმა.

მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს დაუდასტურა, რომ ხვალ, ზეგ და მომდევნო დღეებში მზად არის გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე. მაგრამ საუბარი იყო, რომ დღეს ვერ წავიდოდა, ვინაიდან შეხვედრა აქვს ოჯახთან”, – აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა
Next: საქართველო ვერ გახდება სანქციებისთვის გვერდის ავლის ადგილი და ბრიტანეთის ელჩმა დაადასტურა, რომ ასეთი მტკიცებულებები რეალურად არ არსებობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025