Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ციხეში სააკაშვილის გადაყვანაზე ვერც მე და ვერც ჩვენი კონსილიუმი ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გასცემს – ლევან იოსელიანი

მარშალ პრესი 08/02/2024
ლევან იოსელიანი

მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იღებს მისი მკურნალი ექიმი, შესაბამისად, ვერც ჩვენი კონსილიუმი, ვერც მე ამის შესახებ ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გასცემს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, კონსილიუმი აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგს.

„კონსილიუმის წარმომადგენლები ახლახანს იყვნენ შესულები და მათ გამოაქვეყნეს დასკვნა. დასკვნაში ასახულია ყველა ის პრობლემა და ყველა ის გაუმჯობესება, რაც მიხეილ სააკაშვილის შესახებ შეიძლება, თქმულიყო. რაც შეეხება მისი გადაყვანის შესაძლებლობას, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს მისი მკურნალი ექიმი, შესაბამისად, ვერც ჩვენი კონსილიუმი და ვერც მე ამის შესახებ ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გავცემთ. მონიტორინგი გაგრძელდება, მათ შორის კონსილიუმის დასკვნაშივე ითქვა, რომ კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილს საჭიროებიდან გამომდინარე მოინახულებს. თქვენ იცით, რომ აქამდე კონსილიუმი სამ თვეში ერთხელ შედიოდა დღეს მათ მიიღეს გადაწყვეტილება უკვე საჭიროებისამებრ მოინახულებს მისი მოთხოვნის შესაბამისად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის კონსილიუმის მონაწილეობითაც“, – განაცხადა იოსელიანმა.

Continue Reading

Previous: არც წარსულმა გამოცდილებამ და არც რეალობის შეფასებამ ასწავლა რამე კვაზი-ოპოზიციას. ისევ “აგენტოკრატიასა” და სხვის დაკრულზე ცეკვას აპირებენ
Next: სალომე ზურაბიშვილმა კარგად იცის, რომ მისი დაანონსებული პლატფორმა მარცხისთვის არის განწირული, ეს პლატფორმა ვერცერთ შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025