Skip to content
02/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არც წარსულმა გამოცდილებამ და არც რეალობის შეფასებამ ასწავლა რამე კვაზი-ოპოზიციას. ისევ “აგენტოკრატიასა” და სხვის დაკრულზე ცეკვას აპირებენ

მარშალ პრესი 08/02/2024
ზურაბ ქადაგიძე

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა – მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად დაძლევა.

ქადაგიძის თქმით, დღეს ირაკლი კობახიძის მთავრობა უალტერნატიოვა პოლიტიკურ სივრცეში.

“იმისათვის, რომ ორივე უმთავრესი ამოცანა ამოიხსნას, აუცილებელია ეროვნული ინტერესებით ნაკარნახევი საშინაო და საგარეო პოლიტიკა. მოწოდების სიმაღლე, რომელსაც დღეს ირაკლი კობახიძის მთავრობა კომპეტენციით, პოლიტიკური ალღოთი და ეროვნული ინტერესების მიმართ ერთგულებით წარმოადგენს, უალტერნატივოა არსებულ პოლიტიკურ სივრცეში.

სამწუხაროდ, ჩვენი კვაზი-ოპოზიცია კვლავ სუიციდის გზას ადგას. არც წარსულმა გამოცდილებამ და არც რეალობის შეფასებამ ასწავლა რამე. ისევ “აგენტოკრატიასა” და სხვის დაკრულზე ცეკვას აპირებენ. ამიტომაც, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს დაუჭერს ეროვნულ პოლიტიკას, რომელსაც ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრის რანგში განახორციელებს!” – წერს ქადაგიძე.

Continue Reading

Previous: ალეკო ელისაშვილი პარლამენტში ჩოხა-ახალუხით მივიდა (ვიდეო)
Next: ციხეში სააკაშვილის გადაყვანაზე ვერც მე და ვერც ჩვენი კონსილიუმი ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გასცემს – ლევან იოსელიანი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025