Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქვეყანაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, ზუგდიდში „ღამის შოუს“ კონცერტი გაუქმდა

მარშალ პრესი 08/02/2024
დადიანი პროდაქშენი

საქართველოში დღეს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო ზუგდიდში 14 თებერვალს, ბაგრატიონის ივენთ ჰოლში დაგეგმილი „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტი გაუქმდა, ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორი „დადიანი პროდაქშენი“ ავრცელებს.

„იმერეთსა და აჭარაში დატრიალებული სტიქიის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა, სამძებრო სამუშაოები ჯერაც გრძელდება, დაღუპულთა შორის მცირეწლოვნებიც არიან. სოფელ ასურეთთან კი საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, „დადიანი პროდაქშენი / Dadiani Production-ის” გუნდმა „Night Show Band • ღამის შოუს ბენდის” წევრებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება ასეთ რთულ ვითარებაში არ ჩავატაროთ ზუგდიდში დაგეგმილი კონცერტი. ამ დიდ ტრაგედიას ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს. გაყიდული ბილეთები დაბრუნდება”– ნათქვამია განცხადებაში.

Continue Reading

Previous: მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის – პატრიარქი
Next: აი ამ მოღალატე ნაძირალას, აბსოლუტურად უზნეო, ყველა განზომილებაში არაკაცს და გაიძვერას, ნებისმიერი ორთოდოქსი ნაცი მირჩევნია – გიორგი გამსახურდია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025