Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის – პატრიარქი

მარშალ პრესი 08/02/2024
ილია მეორე

მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის; მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი. სამძიმარს ვუცხადებთ აჭარაში, იმერეთის რეგიონსა და სოფელ ასურეთთან მომხდარი სტიქიური უბედურებების შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს და სრულიად საქართველოს, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის სამძიმრის წერილში.

„აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს განსვენებულთა უკვდავი სულნი, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა.

ამასთან, შევთხოვთ უფალს დაკარგულთა გადარჩენას“, – წერია სამძიმრის წერილში.

Continue Reading

Previous: ჩვენ ვხედავთ შეცვლილ რიტორიკასაც საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით – მაკა ბოჭორიშვილი
Next: ქვეყანაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, ზუგდიდში „ღამის შოუს“ კონცერტი გაუქმდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025