Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

მე ვემხრობი, რომ რაც შეიძლება მალე ჩავიდეს საქართველოში უკრაინის ელჩი – რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

მარშალ პრესი 10/05/2022
aleqsandremerjko

მე ვემხრობი, რომ რაც შეიძლება მალე ჩავიდეს საქართველოში უკრაინის ელჩი, თუმცა, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, ვგულისხმობ პარლამენტს, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, – ამის შესახებ უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ მერეჟკომ განაცხადა.

ამასთან, მერეჟკოს განცხადებით, უკრაინისთვის საქართველო ახლო პარტნიორია და ქვეყნებმა ერთად უნდა განაგრძონ გზა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

​„საქართველო ჩვენთვის სანდო მეგობარია, ის არ არის დიდი ქვეყანა. მისი მოსახლეობა, თუ არ ვცდები, სამი მილიონია და თქვენი გეოპოლიტიკური სიტუაცია, თუ არ ვცდები, გაცილებით რთულია. თუმცა, ამ დაბრკოლებების მიუხედავად რასაც ვაფასებთ, ისაა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოსახატად. ჩვენზე ძალიან იმოქმედა რეაქციამ, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოავლინა ომის დაწყებისას. ჩვენ დავინახეთ ეს რეაქცია, როგორ გამოვიდა ქართველი ხალხი ქუჩაში სოლიდარობის ნიშნად. ჩვენ ეს დავაფასეთ და ჩვენთვის საქართველო ახლო პარტნიორია და გვინდა ერთად განვაგრძოთ გზა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ჩვენ ვმუშაობთ ე.წ. ასოცირებული ტრიოს ფორმატზე, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოსა და მოლდოვასაც. პირადად მე ვემხრობი იმას, რომ რაც შეიძლება მალე ჩავიდეს საქართველოში უკრაინის ელჩი, თუმცა, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, ვგულისხმობ პარლამენტს, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა“, – განაცხადა რადას დეპუტატმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში.

Continue Reading

Previous: ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავი ომის ვეტერანებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ელოშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს
Next: რის თქმასაც დიდი მოთამაშე ღიად ვერ ბედავს, უკრაინულ და ქართულ აგენტურას ალაპარაკებენ – ხათუნა ხოფერია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025