Skip to content
01/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავი ომის ვეტერანებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ელოშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს

მარშალ პრესი 09/05/2022
279736608_297247669130292_5965552999699942722_n
ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავი ომის ვეტერანებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ელოშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს. მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანები ეთერ ბრაჭული, შოთა მახარაშვილი და მამა რევაზ წულაძე ადგილზე მოინახულეს და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით ფულადი თანხა – 500 ლარის ოდენობით გადასცეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან და მოადგილე გიორგი ჩიფჩიურთან ერთად, ასევე, პატივი მიაგეს და გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი. „გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 77 -ე წლისთავს. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ ომში გამარჯვებაში. ქედს ვიხრი თქვენი, ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც თავი გაწირეს მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის. მინდა მხნეობა, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე გისურვოთ,“ – განუცხადა ომის ვეტერანებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად – 1 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

Continue Reading

Previous: ჩვენ ქართველებს გვაერთიანებს ევროპასთან ჩვენი საერთო ღირებულებები, ფასეულობები, ეს არის ის ფასეულობები, რომელიც არის ფუნდამენტური და რომელსაც ჩვენ არასდროს არ გადავუხვევთ
Next: მე ვემხრობი, რომ რაც შეიძლება მალე ჩავიდეს საქართველოში უკრაინის ელჩი – რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025