Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ალბათ ერთადერთი, რითაც ჩვენი ქვეყანა მოლდოვასა და უკრაინას მართლაც ჩამოუვარდება, ჩვენი ოპოზიციის ხარისხია

მარშალ პრესი 05/02/2024
მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

დასანანია, როდესაც პოლიტიკური პოპულიზმის მიღმა ვერაფერს კითხულობს, ვერაფერს სვამს დღის წესრიგში ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია, – ასე გამოეხმაურა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის დასმულ კითხვას მიხეილ სარჯველაძე.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის კითხვების ერთადერთი მიზანი კანდიდატების შეურაცხყოფაა.

„ალბათ ერთადერთი, რითაც ჩვენი ქვეყანა მოლდოვასა და უკრაინას ჩამოუვარდება, მართლაც ჩვენი ქვეყნის ოპოზიციის ხარისხია. ვერცერთი კითხვა ვერ დაისვა ისეთი, რომელიც შეიძლება მართლაც საჭირბოროტო, საინტერესო იყოს. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად გაბანკროტებული პოლიტიკოსის განცხადებებია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შეურაცხყოფის მიზნით არის ნათქვამი. არაფერი საქმიანი, კრიტიკულიც კი არ არის ამაში. რა თქმა უნდა, ეს გამოსვლა იყო მდაბიურიც და იმავდროულად დილეტანტურიც. მაპატიეთ, არავის წყენინება არ მინდა. მაგალითად, ნაწილი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრზე თავდასხმას უკავშირდებოდა, თითქოს არ კონტროლდება საზღვარი, არის პანიკის დათესვის ხელოვნური მცდელობა. თუ ვინმეს რამე გაეგება საზღვრისა და შსს-ს მუშაობის, ასეთ უპასუხისმგებლო, მავნებლურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ნაცვლიშვილის კითხვა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას ეხებოდა. ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, მინისტრობის ოთხ კანდიდატს უსმენენ.

Continue Reading

Previous: იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ლამინირებული პირადობის მოწმობების ID ბარათებით უფასოდ ჩანაცვლების აქცია დააანონსა
Next: ფრიდონ ინჯია: ზოგიერთი ჩვენი კოლეგის გამოსვლით რომ ეხელმძღვანელა ხელისუფლებას, დღეს საქართველო ომში იქნებოდა გახვეული

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025