Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კახა კალაძე: ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარედ დაგეგმილი გვაქვს ახალი გზის მშენებლობა, რომელიც ბაგებს ქავთარაძის ქუჩასთან დააკავშირებს

მარშალ პრესი 05/02/2024
კახა კალაძე

ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მომდევნო ეტაპზე გადავიდა. ხიდზე ლითონის მალის ნაშენის გადაცურების სამუშაოები და ბურჯებზე დამონტაჟების პროცესი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის – ახალი ხიდი, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩას და ბაგების დასახლებას დააკავშირებს. სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, ხიდი უკვე ბურჯებზე დგას. გარკვეული დრო დასჭირდა ამ სამუშაოებს, რადგან ძალიან დიდი სიფრთხილით მიმდინარეობდა. შესაბამისი ექსპერტები აკვირდებოდნენ ამ ყველაფერს. აპრილში უნდა დასრულდეს პროექტი. ხიდი ოთხზოლიანი იქნება, ასევე ახალი მისასვლელი ეწყობა ბაგების გზაზე, თავისი წრიულით. ეს სამუშაოები ცოტა ადრე დამთავრდება, თუმცა მთლიანობაში პროექტი აპრილში დასრულდება. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს ახალი გზის მშენებლობა, რომელიც ქავთარაძის ქუჩას დააკავშირებს ბაგებთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ დროისთვის, რკინა-ბეტონის ფილების მონტაჟი და საიზოლაციო სამუშაოები იწყება. ასევე, უახლოეს პერიოდში მოაჯირები მოეწყობა. ბოლო ეტაპზე, სახიდე გადასასვლელზე ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა გარე განათების ქსელი.

პროექტის ფარგლებში, პარალელურად, ბაგების დასახლების მხარეს ხიდთან მისასვლელი გზის და სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამჟამად, ასფალტის საფარის ქვედა ფენები იგება, ხოლო, ტროტუარებზე მიწისქვეშა კაბელ-არხები ეწყობა, სადაც საჰაერო სადენები გადავა. ასევე, მოეწყობა გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება LED სანათები.

მიმდინარე სამუშაოებს ასევე გაეცნენ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე.

Continue Reading

Previous: ვანო მერაბიშვილის ზონდერმა გიორგი ონიანმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა
Next: მათ სძულთ ჩვენი ქვეყანა, უსამშობლო ადამიანები არიან, აქვთ კონკრეტული დავალებები – კახა კალაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025