
გიორგი ონიანი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“, იყო უამრავი გამოწვევა, სირთულე, რასაც სწორედ ერთობით ვცემდით პასუხს. ერთი წლის წინ პარტიაში შეიცვალა მენეჯმენტი, რომელთანაც ჩემი თანამშრომლობა ბევრი მიზეზის გამო ვერ შედგა, არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს. ვფიქრობ, ბევრმა ისაუბრა ამ თემაზე და არ მინდა, თუნდაც მინიმალურად დავაზიანო ოპოზიციის საერთო ინტერესი. ყველა პროდასავლურ პარტიას ვუსურვებ წარმატებებს და ჯამურ გამარჯვებას 2024 არჩევნებზე“, – წერს ონიანი.