Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება და აზერბაიჯანის მიმართ სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიების დასრულება – ალიევი

მარშალ პრესი 03/02/2024
ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკვე არსებობს დე ფაქტო მშვიდობა.

ილჰამ ალიევის თქმით, ორი ქვეყნის საზღვარზე რამდენიმე თვეა მშვიდობიანი ვითარება სუფევს.

“მაგრამ იმისათვის, რომ ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს, აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება და აზერბაიჯანის მიმართ სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიების დასრულება”, – განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა.

ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია შეიცავს პირდაპირ მოწოდებებს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის სომხეთთან გაერთიანებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის შელახვის შესახებ და ამ დოკუმენტზე მითითებები ასახულია სომხეთის კონსტიტუციაშიც.

ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობა შესაძლებელია, თუ ასეთი პრეტენზიები დასრულდება და სომხეთის კონსტიტუციასა და სხვა დოკუმენტებში შესაბამისი ცვლილებები შევა.

Continue Reading

Previous: დასავლეთში თუ ზედმეტად ითამაშებენ და ხელყოფენ რუსეთის მთლიანობას, მაშინვე მიიღებენ ადეკვატურ პასუხს. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – დიდ ომს
Next: იმედისმომცემია ახლად წარდგენილი პრემიერის განცხადებები – ევროკავშირის ელჩი ირაკლი კობახიძეზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025