Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

დასავლეთში თუ ზედმეტად ითამაშებენ და ხელყოფენ რუსეთის მთლიანობას, მაშინვე მიიღებენ ადეკვატურ პასუხს. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – დიდ ომს

მარშალ პრესი 03/02/2024
დმიტრი მედვედევი

დასავლეთში თუ ზედმეტად ითამაშებენ და ხელყოფენ რუსეთის მთლიანობას, მაშინვე მიიღებენ ადეკვატურ პასუხს. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – დიდ ომს, რომელსაც ნატო ვერ აიცილებს თავიდან, – ამის შესახებ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ნატო-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები ცეცხლთან სახიფათო თამაშია.

„ჩვენ არ ვაპირებთ ამ ბლოკის რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმას. დასავლეთში ყველა გონიერ ადამიანი ესმის ეს, მაგრამ თუ ზედმეტად ითამაშებენ და ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას, მაშინვე მიიღებენ ადეკვატურ პასუხს. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – დიდ ომს, რომელსაც ნატო ვეღარ აირიდებს თავიდან. იგივე მოხდება, თუ ნატო-ს რომელიმე ქვეყანა თავის აეროდრომებს ბანდერელებს დაუთმობს ან თავის ჯარებს ნეონაცისტებთან განათავსებს. ისინი აუცილებლად გახდებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნეები და უმოწყალოდ განადგურდებიან, როგორც მტრები. ეს უნდა ახსოვდეს ყველა ჩაფხუტიანს ნატო-ს სიმბოლოებით, რომლებიც დღეს იარაღს აჟღარუნებენ ჩვენი საზღვრებიდან არც თუ ისე შორს“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

Continue Reading

Previous: სტალინის, ირმა ინაშვილის და თარხან-მოურავის სურათებს გაუფრთხილდით მეგობრებო – სალომე სამადაშვილი
Next: აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება და აზერბაიჯანის მიმართ სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიების დასრულება – ალიევი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025