Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს „სერიოზული პრობლემა“ საქართველოში მხოლოდ ISFED-ის და IDFI-ს გაუმჭვირვალე საქმიანობაა – ხელისუფლებას მათგან, არაერთგზის გამოაშკარავებული თაღლითებისგან, რჩევა-დარიგება არ ესაჭიროება

მარშალ პრესი 02/02/2024
დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ინფორმაციას, რომ ISFED-სა და IDFI-ს განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მზაობა ევროკავშირის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესი ინკლუზიურად წარიმართოს, რაც „სერიოზული პრობლემაა“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ერთადერთი „სერიოზული პრობლემა“ საქართველოში ამ ორგანიზაციების გაუმჭვირვალე საქმიანობაა და თუ ისინი სახელმწიფოს მიმართ მავნებლურ დამოკიდებულებას არ შეიცვლიან, შესაძლოა ეს ძვირად დაუჯდეთ.

„ქართული ოცნების“ ერთადერთ მზაობაზე, რომელზეც ეს საერთაშორისო თაღლითები და აგენტოკრატების „უძღები შვილები“ შეიძლება საუბრობდნენ, არის მათ მიმართ გამოჩენილი ჰუმანურობის აქტი და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების დაძაბვის სურვილის არქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ იმ დანაშაულის გამო, რომელიც ISFED-მა 2021 წლის არჩევნებში ხმების პარალელური დათვლის დროს მიზანმიმართულად ჩაიდინა, სხვა ქვეყანაში, მას საქმიანობას აუკრძალავდნენ.

ეს ის ISFED-ია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ყალბ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოითხოვდა სახელმწიფოსგან სისხლის სამართლის საქმის აღძვრას „დიდი ოდენობით ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების ფაქტზე“ – რაც, რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად შემოგდებული სიცრუე იყო. ეს ის ISFED-ია, რომელსაც სამი წლის შემდეგ, კიდევ ერთ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით, „არჩევნების გაყალბების ფაქტზე“ ქვეყანაში მასობრივი არეულობა უნდა აეგორებინა. ეს ის ISFED-ია, რა ტიპის ორგანიზაციებსაც იმავე აზერბაიჯანში ფეხი აღარ ჩაედგმება მსგავს დანაშაულებში მხილების გამო.

დღეს „სერიოზული პრობლემა“ საქართველოში მხოლოდ ISFED-ის და IDFI-ს იდუმალებით მოცული, გაუმჭვირვალე საქმიანობაა. ამ ორგანიზაციების ადგილას ჩრდილში მოვექცეოდი და საქართველოს ხელისუფლების ლმობიერებისა და მოთმინების უნარს არ გამოვცდიდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანის გამოცდილების გაზიარება. ხელისუფლებას არც 12 დათქმის და არც 9 რეკომენდაციის წარმატებულ დაძლევაში არაერთგზის გამოაშკარავებული თაღლითებისგან რჩევა-დარიგება არ ესაჭიროება“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ჩვენ დღეს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა გვაქვს საქართველოს მოსახლეობაში – მაკა ბოჭორიშვილი
Next: რადიკალურ ოპოზიციას უკვირს, როგორ შეიძლება კუთვნილ ადგილს იკავებდე არა „ხაზეინის“ კეთილი ნებისა თუ პირადი დაინტერესების გამო, არამედ გუნდური თამაშის წესების მიღებისთვის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025