Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ დღეს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა გვაქვს საქართველოს მოსახლეობაში – მაკა ბოჭორიშვილი

მარშალ პრესი 02/02/2024
მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენ დღეს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა გვაქვს საქართველოს მოსახლეობაში, გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობა, არნახულად ტურბულენტურ დროსა და გარემოში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე ექნება მოსახლეობის მხრიდან ის მხარდაჭერა, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას უზრუნველყოფს მომავალ პარლამენტში.

„მიზანი არის საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ დღეს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა გვაქვს საქართველოს მოსახლეობაში გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობა, არნახულად ტურბულენტურ დროსა და გარემოში, როდესაც ჩვენი რეგიონი, ქვეყანა უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დადგა. სწორედ ამ გუნდმა და ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ ჩვენს ქვეყანას შეენარჩუნებინა მშვიდობა, სტაბილურობა და დღეს გვქონდეს შესაძლებლობა, ვისაუბროთ ეკონომიკურ განვითარებაზე, როგორც მთავარ პრიორიტეტზე, ევროკავშირში გაწევრიანებაზე, როგორც სტრატეგიულ მიზანზე. სხვანაირად ეს იქნებოდა შეუძლებელი და წარმოუდგენელი და სწორედ ეს არის ამ გუნდის დამსახურება. აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნებზე გვექნება მოსახლეობის მხრიდან ის მხარდაჭერა, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას უზრუნველყოფს მომავალ პარლამენტში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

Continue Reading

Previous: ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენს გუნდში, „ქართულ ოცნებაში“ თანამდებობა არასდროს ყოფილა პრივილეგია – არჩილ თალაკვაძე
Next: დღეს „სერიოზული პრობლემა“ საქართველოში მხოლოდ ISFED-ის და IDFI-ს გაუმჭვირვალე საქმიანობაა – ხელისუფლებას მათგან, არაერთგზის გამოაშკარავებული თაღლითებისგან, რჩევა-დარიგება არ ესაჭიროება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025