Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძეს სრულ თანადგომას ვპირდები – ირაკლი ღარიბაშვილი

მარშალ პრესი 01/02/2024
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი კობახიძეს სრულ თანადგომას ვპირდები. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და როგორც ერთი გუნდი, გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მსახურებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარეობა მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.

„მოგეხსენებათ, უკვე განხორციელდა ოფიციალურად ცვლილებები. მე დავიკავე მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა, ვინაიდან ამ პარტიით მოვედი პოლიტიკაში და, რა თქმა უნდა, ეს არის ჩემთვის ძალიან მშობლიური, ასე ვთქვათ, მეორე ოჯახი, ეს ჩვენი პოლიტიკური ოჯახია. მინდა, ჩემს მეგობარს, ირაკლი კობახიძეს წარმატებები ვუსურვო. ჩემს გამოსვლაშიც ვთქვი, რომ მას სრულ თანადგომას ვპირდები. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და როგორც ერთი გუნდი, როგორც ერთიანი, ასე გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მსახურებას.

წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა იქნება არჩევნები. 2024 წლის 26 ოქტომბერს გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი და რთული არჩევნები. რთული იმ თვალსაზრისით, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა, საჭიროა, მაქსიმალური მობილიზება გავუკეთოთ ჩვენს პარტიას, ხალხს, ამომრჩეველს და ძლიერად მოვიგოთ არჩევნები. ჩვენი ამბიციაა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი მიზანი. რა გამოვა, ამას ვნახავთ. მეტ დროს დავუთმობ პარტიულ საქმიანობას, რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არის ძალიან საპასუხისმგებლო პოზიცია და იმედი მაქვს, გუნდის იმედებს სათანადოდ გავამართლებ – ირაკლი კობახიძე
Next: არსებობს მხოლოდ ერთი გუნდი, ეს არის “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.