Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არის ძალიან საპასუხისმგებლო პოზიცია და იმედი მაქვს, გუნდის იმედებს სათანადოდ გავამართლებ – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 01/02/2024
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.

ის გუნდს და ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის,  რომელმაც დაასახელა პრემიერად მისი კანდიდატურა პოლიტსაბჭოს სხდომაზე, ასევე, პოლიტსაბჭოს თითოეულ წევრს და დელეგატებს.

„პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არის ძალიან საპასუხისმგებლო პოზიცია და იმედი მაქვს, გუნდის იმედებს სათანადოდ გავამართლებ. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს და გუნდის ერთიანობა ამ შემთხვევაშიც საკვანძოა. როგორც მოგეხსენებათ, პარტიის წესდების თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება არის პარტიის საპატიო თავმჯდომარის პრეროგატივა.

შესაბამისი პროცედურის მიხედვით, მიიღო პოლიტიკურმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და პოლიტიკური საბჭოს თითოეულ წევრს ნდობისა და ამ გადაწყვეტილებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: შეიძლება, გარანტირებულად ითქვას, რომ დღეს ქვეყანა ომში იქნებოდა გახვეული – ირაკლი ღარიბაშვილი
Next: ირაკლი კობახიძეს სრულ თანადგომას ვპირდები – ირაკლი ღარიბაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.