Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამოცანა აქვთ, რომ დაძაბონ ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან – ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 01/02/2024
ირაკლი ზარქუა

კანონპროექტით, რაც შემოვიტანეთ და მერე სხვანაირად შეფუთეს, გვინდოდა, საზოგადოებას სცოდნოდა, ვისგან და რა მიზნით იღებენ [ორგანიზაციები] დაფინანსებას. ეს იყო კანონის შინაარსი და ამოცანა, მეტი არაფერი – გაიგოს საზოგადოებამ, ეს რადიკალები საიდან ფინანსდებიან და რა ამოცანა აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რადიკალების ამოცანაა, დაძაბონ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა და რევოლუცია მოახდინონ, თუმცა, ეს გეგმა მათ ვერც წარსულში განახორციელეს და არც მომავალში გამოუვათ.

“ამოცანა აქვთ, რომ დაძაბონ ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან და ამით ხელი მოითბონ და რევოლუცია მოახდინონ. არ გამოგივიდათ, რამდენჯერ სცადეთ და არ გამოგივიდათ. “ლუზერები” ხართ, ხელმოცარულები. არც მომავალში გამოგივათ, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა იცის თქვენი მისია, ამოცანა და მიზანი და ამიტომაც ხართ იქ, სადაც ხართ – ჩირგვებში.” – განაცხადა ზარქუამ.

Post navigation

Previous: სამთავრობო ცვლილებები ჩვეულებრივი პროცესია, მთავარი და ხელშეუხებელი კი ქვეყნის ინტერესებია – კახა კალაძე
Next: ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” პოლიტიკურ საბჭოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ირაკლი კობახიძე წარუდგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.