Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სამთავრობო ცვლილებები ჩვეულებრივი პროცესია, მთავარი და ხელშეუხებელი კი ქვეყნის ინტერესებია – კახა კალაძე

მარშალ პრესი 01/02/2024
კახა კალაძე

სამთავრობო ცვლილებები ჩვეულებრივი პროცესია, მთავარი და ხელშეუხებელი კი ქვეყნის ინტერესებია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა და სამთავრობო ცვლილებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა გუნდში და მომავალშიც მოხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა თანამდებოებაზე იქნება, სადაც არ უნდა ვიყოთ, ეს პოლიტიკა იქნება თუ ბიზნესი, თუ ვიქნებით რიგითი მოქალაქეები, ყოველთვის უნდა ვემსახურებოდეთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს და არა რომელიმე ქვეყნის ინტერესს ვატარებდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსვლის ყველაზე მეტი რესურსი ისევ „ქართულ ოცნებას“ აქვს, ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს კი „ქართული ოცნების“ გუნდის სრული მხარდაჭერა გააჩნიათ.

„რა თქმა უნდა, როგორც ირაკლი კობახიძეს, ასევე ირაკლი ღარიბაშვილს აქვთ სრული მხარდაჭერა და გუნდი ერთიანია. ეს თქვენთვის, „კოლექტიური ნაცებისთვის“, სამწუხარო ინფორმაციაა, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. 2024 წელი არის საპარლამენტო არჩევნების წელი და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით და ქართველი ხალხის მხარდაჭერით აუცილებლად გავიმარჯვებთ. დარწმუნებული ვარ, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულებს 13 წელი მიესაჯათ
Next: ამოცანა აქვთ, რომ დაძაბონ ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან – ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.