Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მმართველ გუნდს ამ ლიდერებით კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია – დიმიტრი ხუნდაძე სამთავრობო ცვლილებებზე

მარშალ პრესი 31/01/2024
დიმიტრი ხუნდაძე

“ოპოზიციას ერჩივნა არც პარტიის საპატიო თავმჯდომარე გამოჩენილიყო ივანიშვილის სახით და ორი ლიდერი ირაკლიდან, ორივე ჩამოშორებოდა თანამდებობებს,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხუნდაძე ხელისუფლებაში მიმდინარე ცვლილებებს ეხმიანება და ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის ღირსებებზე აკეთებს აქცენტს.

“მმართველ გუნდში განხორციელებული ცვლილებები უფრო მეტი წინსვლის პერსპექტივას აჩენს, რითაც პირველ რიგში საზოგადოება ისარგებლებს.ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა ქვეყნისათვის სტაბილურობის მეტ გარანტიას იძლევა, ხოლო ხელისუფლებისთვის – მეტ პასუხისმგებლობას.

ოპოზიციას ერჩივნა არც პარტიის საპატიო თავმჯდომარე გამოჩენილიყო ივანიშვილის სახით და ორი ლიდერი ირაკლიდან, ორივე ჩამოშორებოდა თანამდებობებს. სწორედ ამიტომ, წინასაარჩევნოდ არც თუ ისე უსაფუძვლოდ დაშინებული ოპოზიცია, გაზაფხულის ბუზივით იკბინება.

ირაკლი ღარიბაშვილი განსხვავებული პრემიერი იყო თავისი არაერთი ისტორიული წარმატებით და ასევე განსხვავდება ყველა სხვა პრემიერისაგან თანამდებობიდან წასვლით, რომ უკან ქვების სროლა არ დაუწყია საკუთარი გუნდისთვის, რაც მის ღირსებაზე მეტყველებს.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, ის გამორჩეული ლიდერია გუნდში, რომლის ნებისმიერი ნაბიჯი ცოდნით განპირობებული წინდახედულობით გამოირჩევა, რაც ქვეყნის გრძელვადიანი, სტაბილური განვითარების მყარ გარანტიებს ქმნის.

მმართველ გუნდს ამ ლიდერებით კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია ქვეყნისა და საზოგადოების სასიკეთოდ და ეს ცვლილებებიც მხოლოდ ამას ემსახურება,” – წერს ხუნდაძე.

Continue Reading

Previous: ერთადერთი, რასაც მისგან დიდი ხანია მოველი არის, დაადასტუროს, რომ კონსტიტუცია დაარღვია და დადოს პირობა, რომ აღარ დაარღვევს – შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე
Next: აღარაა ის პერიოდი, როდესაც მერაბიშვილი-ახალაიას კაბინეტებში დგებოდა კულტურის აქტივობების და იქ მონაწილეების სია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025