Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ერთადერთი, რასაც მისგან დიდი ხანია მოველი არის, დაადასტუროს, რომ კონსტიტუცია დაარღვია და დადოს პირობა, რომ აღარ დაარღვევს – შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე

მარშალ პრესი 31/01/2024
შალვა პაპუაშვილი

„პარლამენტის რეგლამენტით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის [პრეზიდენტის] მიმართვა, შესაბამისად 6-ში იქნება ეს მიმართვა. რა თქმა უნდა, ამ დროს მთავრობა ჯერ ვერ იქნება დამტკიცებული, შესაბამისად იმ პროცედურით იქნება, როგორც სხვა დროს არის“-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის მიმართვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ წარიმართება პროცესი, სინამდვილეში პრეზიდენტს პარლამენტისთვის სათქმელი არაფერი აქვს.

„პრობლემა იმაში ხომ არ არის სცენა როგორი იქნება და როგორ წარიმართება ეს პროცესი, პრობლემაა, რომ სინამდვილეში სალომე ზურაბიშვილს სათქმელი არაფერი აქვს საქართველოს პარლამენტისთვის.

მან დაარღვია კონსტიტუცია, ეს დადგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე როგორც ჩანს, ის უარს ამბობს. ერთადერთი, რასაც დიდი ხანია მისგან მოველი არის ის, რომ დაადასტუროს, მან დაარღვია კონსტიტუცია და დადოს პირობა, აღარ დაარღვევს კონსტიტუციას.“– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: ჩვენი მიზანი ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველოა, ნებისმიერი ალიანსი და კავშირი კი არის ამ მიზნისკენ მიმავალი გზა და ინსტრუმენტი
Next: მმართველ გუნდს ამ ლიდერებით კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია – დიმიტრი ხუნდაძე სამთავრობო ცვლილებებზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025