Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სვიატოსლავ პალამარი: არ ვიცი, მოხერხდა თუ არა ყველა სამოქალაქო პირის ევაკუაცია „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან

მარშალ პრესი 08/05/2022
სვიატესლავ

არ ვიცი, მოხერხდა თუ არა ყველა სამოქალაქო პირის ევაკუაცია, რადგან სპეცტექნიკის არ არსებობის გამო ნანგრევების გაწმენდა და იმის გაგება, იმყოფებიან თუ არა იქ ადამიანები, შეუძლებელია, – ამის შესახებ ,,აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარიმ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში გამართული ონლაინ პრესკონფერენციისას განაცხადა.

ამასთან, „აზოვის პოლკის“ დაზვერვის ოფიცერმა, ილია სამოილენკომ კი უკრაინის თავდაცვაზე საუბრისას აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, მთავრობამ ვერ შეძლო მარიუპოლის დაცვა. მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვის გეგმის შემუშავებაში მათ ყველა ხელს უშლიდა.

„ჩვენ უნიკალურები ვართ. არავინ ელოდა, რომ ამდენ ხანს გავძლებდით. ჩვენ არ ვნებდებით, მაგრამ სამწუხაროდ, მთავრობამ ვერ შეძლო მარიუპოლის დაცვა. ჩვენ გმირებს გვიწოდებენ, მაგრამ გმირობა საჭირო ხდება მაშინ, როდესაც თავდაცვის გეგმა ვარდება. ჩვენ საკუთარ თავზე ავიღეთ ქალაქის დაცვა, რადგან ამას სხვა ვერავინ გააკეთებდა. პრობლემა იმაშია, რომ ხელისუფლების ბევრი ოფიციალური წარმომადგენელი ახდენდა უკრაინის თავდაცვის თემების საბოტაჟს. ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. ყველა ხელს გვიშლიდა თავდაცვის გეგმის შემუშავებაში, მაშინ როცა ყველამ იცოდა, რომ ომი ახლოვდებოდა“, – განაცხადა „აზოვის პოლკის“ დაზვერვის ოფიცერმა, ილია სამოილენკომ.

Post navigation

Previous: კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, ჟურნალის „ცისკარი“ ახალი ნომერი გამოვიდა
Next: მეუფე შიო: ღვთისთვის ყველაზე სათნო ადამიანის ქრისტესადმი სიყვარულია – ეს არის უმთავრესი, დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.