Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„მედროვეთა და მოღალატეთა გამოვლენის პერიოდს, ანაცვლებს პარტიული და სამთავრობო სტაბილურობის ხანა”

მარშალ პრესი 29/01/2024
დავით ქართველიშვილი

„მედროვეთა და მოღალატეთა გამოვლენის პერიოდს, ანაცვლებს პარტიული და სამთავრობო სტაბილურობის ხანა” – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მოსალოდნელ სახელისუფლებო ცვლილებებს, რომლის თანახმად, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ საქმიანობას გააგრძელებს.

„როდესაც გუნდში რამდენიმე ძლიერი მოთამაშე გყავს, სადაც „ლიდერშიპის” როტაცია თამამად შეგიძლია, სადაც მმართველი ხელისუფლების გაძლიერებას ვერც სამთავრობო და ვერც პარტიულ დონეზე ვერაფერი ემუქრება, ეს წარმატების საწინდარია.

როდესაც პარტიულ და სამთავრობო “ტურბულენტობის” ეპოქას, მედროვეთა და მოღალატეთა გამოვლენის პერიოდს 2016 და 2021 წლებში, ანაცვლებს პარტიული და სამთავრობო სტაბილურობის ხანა, რომელმაც ქვეყნის უახლოეს ისტორიაში კონცენტრირებულად უმძიმეს მოვლენებს გაუძლო: პანდემია, ხელისუფლების გადატრიალების არაერთი მცდელობა, საპარლამენტო საბოტაჟი, “ენ-ჯე-ო”-ს ჯანყი, ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობა და ა.შ. – მომავლისკენ იმედის თვალით ყურების შესაძლებლობა უფრო თამამად გეძლევა.

ხოლო მრავალგზის დამარცხებული მავნებლების “სიხარული”, რომელიც “მესის” – “რონალდოთი” ჩანაცვლებას, თუ “რონალდოს” – “მესითი”, მოწინააღმდეგე გუნდის მარცხად ასაღებს – კვლავინდებურად, სამწუხაროდ არარსებული “ავლიპ ზურაბაშვილის სახელობის პრემიის” ნომინაციათა სფეროს განეკუთვნება. წარმატებები ორივე ირაკლის! ორივე – გვეიმედებით!” – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: განვლილ 2-3 წელში საზოგადოება დარწმუნდა, რომ ოპოზიცია ომისა და ღალატის პარტიის დაკვეთებს ასრულებს და არის ნაცკლასტერის სხვადასხვა განშტოება
Next: ვერცერთი კუთხით პოლიტიკური კურსი წარმატებული ვერ იქნება თუ არა იქნება მყარი მშვიდობა – გია აბაშიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025