Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

განვლილ 2-3 წელში საზოგადოება დარწმუნდა, რომ ოპოზიცია ომისა და ღალატის პარტიის დაკვეთებს ასრულებს და არის ნაცკლასტერის სხვადასხვა განშტოება

მარშალ პრესი 29/01/2024
ეკა სეფაშვილი

საზოგადოებისათვის თვალის ახვევის მცდელობად აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლის მცდელობას მოევლინოს საზოგადოებას ახალ პოლიტიკურ ცენტრად. „მესამე ძალად“ თავის წარმოჩენის მცდელობისთვის, ეკა სეფაშვილის თქმით, ოპოზიციას აქამდეც არაერთხელ მიუმართავს.

„გადაადგილებები, რომლებიც ემსახურება ვითომდა „მესამე ძალის“, „მესამე ცენტრის“ შექმნას, რა თქმა უნდა, არის საზოგადოებისათვის თვალის ახვევის მცდელობა.

ჩვენ, რამდენჯერმე უკვე ვიხილეთ მსგავსი ტიპის მცდელობები – იყო ეს 2020 წელს, როდესაც „ლელო“ ცდილობდა საზოგადოებისათვის ეჩვენებინა, რომ „მესამე ძალა“ იყო, ასევე 2021 წელს, როდესაც გახარიას პარტია შეეცადა „მესამე ძალის“ იმიტაციის შექმნას. მაგრამ ამ განვლილ 2-3 წელში საზოგადოება დარწმუნდა, რომ ისინი ნაცკლასტერის ომისა და ღალატის პარტიის დაკვეთებს ასრულებდნენ, ერთიან ნარატივზე სხედან და არიან ნაცკლასტერის განშტოებები,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა.

Continue Reading

Previous: ამინდის პროგნოზი 2 თებერვლამდე
Next: „მედროვეთა და მოღალატეთა გამოვლენის პერიოდს, ანაცვლებს პარტიული და სამთავრობო სტაბილურობის ხანა”

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025