Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქართული სახელმწიფოს განვითარებას სჭირდება საქმიანი “ბრძოლა” და არა სისხლისღვრა, მშვიდობა არის ის მონაპოვარი რომელიც პრაგმატულ, კარგად გათვლილ პოლიტიკასთან ერთად ხელშესახებ შედეგებს დადებს

მარშალ პრესი 29/01/2024
თამთა მეგრელიშვილი

“ქართული სახელმწიფოს განვითარებას სჭირდება საქმიანი “ბრძოლა” და არა სისხლისღვრა. ქართული სახელმწიფო ამ რისკების თავიდან აცილებას ბოლომდე შეძლებს და კიდევ უფრო მეტად განვითარდება. მშვიდობა არის ის მონაპოვარი, რომელიც პრაგმატულ, კარგად გათვლილ პოლიტიკასთან ერთად ხელშესახებ შედეგებს დადებს,” – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის თქმით, დღეს სახელმწიფოს აქვს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა რომლის პრიორიტეტები და მიმართულებები ორიენტირებულია გრძელვადიან ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე.

„ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა ემყარება თავისუფალი ბაზრის პრინციპს, სადაც კერძო სექტორი ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. დღეს სახელმწიფოს აქვს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა რომლის პრიორიტეტები და მიმართულებები ორიენტირებულია გრძელვადიან ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე. საქართველოს გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფართო ქსელი, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (FETA), თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დამოუკიდებელ სახელმწიფო თანამეგობრობასთან (CIS) და თურქეთთან.თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან და ჰონგ – კონგთან. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ხელსაყრელი სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს შექმნა, კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება.

ლიბერალური კანონმდებლობით, ადმინისტრაციული ბარიერების და საგადასახადო ტვირთის შემცირებით, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებით საქართველო რეგიონულ ლიდერად იქცა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა ბიზნეს-გარემოს კუთხით, რომელიც ყოველწლიურად უმჯობესდება. გვაქვს ყველანაირი რესურსი 2030 წლისთვის მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შევამციროთ, სიღარიბე სრულად აღმოვფხვრათ და მაღალშემოსავლიან ქვეყნად ვიქცეთ. ამისთვის ეფექტიან პოლიტიკასთან ერთან აუცილებელი ქართულ სახელმწიფოში მშვიდობის და მშვიდი გარემოს შენარჩუნებაა. დესტრუქციულთა მხრიდან მშვიდობის სახელით ომში ჩართვის არაერთი მცდელობა, საქართველოს უკრაინიზაციისაკენ მტრული სწრაფვა, ქართული სახელმწიფოს მიმართ მოღალატეობრივი, მტრული, პოლიტიკის ნაწილია რომელსაც გასაქანი “ხალხის ძალის” მხილებისა და “ქართული ოცნების” გონივრული პოლიტიკით არ მიეცა და არც მიეცემა. ქართული სახელმწიფოს განვითარებას სჭირდება საქმიანი “ბრძოლა” და არა სისხლისღვრა. ქართული სახელმწიფო ამ რისკების თავიდან აცილებას ბოლომდე შეძლებს და კიდევ უფრო მეტად განვითარდება. მშვიდობა არის ის მონაპოვარი რომელიც პრაგმატულ, კარგად გათვლილ პოლიტიკასთან ერთად ხელშესახებ შედეგებს დადებს. მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანას!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე

Continue Reading

Previous: ამიტომაა, რომ ქვეყნის მშვიდობას, სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია – ლევან ნიკოლეიშვილი
Next: ხელისუფლება მყარად მიუყვება ევროპულ გზას და ოპოზიცია კვლავ მიზანმიმართულად იბრძვის ამის წინააღმდეგ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025