Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამიტომაა, რომ ქვეყნის მშვიდობას, სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია – ლევან ნიკოლეიშვილი

მარშალ პრესი 29/01/2024
ლევან ნიკოლეიშვილი

„საინტერესოა, რომ იმ დროს როცა ჩვენ არცერთი ეკონომიკური გაერთიანების წევრი არ ვართ განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ სწორი პოლიტიკის განხორციელებას აქვს“-ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ „ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკაა“.

მისი თქმით, ქვეყნის მშვიდობას, სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია, რაც სახელმწიფოს განვითარების უმთავრესი საფუძველი გახლავთ.

„ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ფაქტორი შეიძლება ბევრი რამ იყოს, მაგრამ უმთავრესი მაინც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა გახლავთ, ცხადია ეს პოლიტიკა, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, სწორედ დაგეგმილი და სწორედ განხორციელებული უნდა იყოს. საინტერესოა, რომ იმ დროს როცა ჩვენ არცერთი ეკონომიკური გაერთიანების წევრი არ ვართ განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ სწორი პოლიტიკის განხორციელებას აქვს. გასაგებია, რომ მეტწილად პოლიტიკაზეა დამოკიდებული მართებული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება, რისი ხელისშემწყობი ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობა გახლავთ. ამიტომაა, რომ ქვეყნის მშვიდობას, სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია, რაც სახელმწიფოს განვითარების უმთავრესი საფუძველი გახლავთ.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Continue Reading

Previous: ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკაა
Next: ქართული სახელმწიფოს განვითარებას სჭირდება საქმიანი “ბრძოლა” და არა სისხლისღვრა, მშვიდობა არის ის მონაპოვარი რომელიც პრაგმატულ, კარგად გათვლილ პოლიტიკასთან ერთად ხელშესახებ შედეგებს დადებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025