Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არაფრად აგდებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტს და კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს, მისი მხრიდან განაწყენებებზე საუბარი ცოტა ცუდი მოსასმენია

მარშალ პრესი 27/01/2024
მათიკაშვილი

როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი უხეშად არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას, არაფრად აგდებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტს და კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს, მისი მხრიდან განაწყენებებზე საუბარი ცოტა ცუდი მოსასმენია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„თავი რომ დავანებოთ წყენასა და ბუტიაობას, არსებობს წესები, რომლის მიხედვითაც ხდება სტუმრების მიღება-გაცილება. როდესაც, ნებისმიერი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოდის ჩვენს ქვეყანაში და არსებობს კონკრეტული ფორმატი ეკონომიკური კომისიის თანამშრომლობის, ცხადია, მას ხვდება პრემიერი და ამით ყველაფერი ნათქვამია“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი განცხადებებისა და საქართველო-სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ „პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს“.

Post navigation

Previous: ძალიან გთხოვთ, თავი გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას, თორემ გამოწვევას მივიღებთ და დამარცხდებით – მეუფე იაკობი
Next: ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც ვიფხიზლოთ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენთვის დარჩენილ დროში კეთილი საქმეებით შევავსოთ ჩვენი ლამპრები – მეუფე შიო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.