Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ძალიან გთხოვთ, თავი გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას, თორემ გამოწვევას მივიღებთ და დამარცხდებით – მეუფე იაკობი

მარშალ პრესი 27/01/2024
მეუფე იაკობი

ძალიან გთხოვთ, თავი გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას, თორემ გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ, დამარცხდებით. მუქარის გარეშე, რადგან არაფერზე დგახართ. არც სარწმუნოება გაქვთ, არც მრწამსი, რაიმეთი რომ შეგვიტიოთ, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობმა ბოდბეში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

მან საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე ისაუბრა.

„ეკლესიასთან ბრძოლას თავი გაანებეთ, რადგან კლდესა ზედა დავაფუძნო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიანო მას.

ვერ მოერევით! წარმოიდგინეთ, მოკლე ისტორიული მეხსიერება არ გვაქვს. რომლებიც იძახიან ეკლესიაზე „რუსული, რუსული, რუსული“, გადახედონ ეროვნულ მოძრაობას და ვინც მაგას ამბობს, მართლაც, ეროვნული მოძრაობის პატრიოტი წევრები რას ამბობდნენ მათზე – ვინ და რა იყვნენ. ყველას ყველაფერი გვახსოვს.

ძალიან გთხოვთ, თავი გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას, თორემ გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ, დამარცხდებით. მუქარის გარეშე, რადგან არაფერზე დგახართ. არც სარწმუნოება გაქვთ, არც მრწამსი, რაიმეთი რომ შეგვიტიოთ. ჩვენთან თუ რაიმე ცუდია, თვითონ გამოვასწორებთ და თქვენ თქვენს თავს მიხედეთ“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.

Post navigation

Previous: შეშფოთება შევატყვე ლევან ხაბეიშვილს – გია ცაგარეიშვილი
Next: როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არაფრად აგდებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტს და კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს, მისი მხრიდან განაწყენებებზე საუბარი ცოტა ცუდი მოსასმენია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.