Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც გვეგონა, რომ ომის პერიოდში დასავლეთის მხრიდან რუსეთთან სარფიანი თანამშრომლობის ცინიზმმა ფსკერს უკვე მიაღწია – ქვემოდან მორიგ ჯერზე დააკაკუნეს

მარშალ პრესი 26/01/2024
დავით ქართველიშვილი

„აშშ-ევროკავშირის წლიურმა საქონელბრუნვამ ჯამურად ტრილიონნახევარ დოლარს გადააჭარბა,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. მისი თქმით, გასულ წელს დაწესებული საერთაშორისო სანქციების 11-ვე პაკეტის გვერდის ავლით – რუსეთმა აშშ-სა და ევროკავშირიდან 1,7 მილიარდი დოლარის ღირებულების „ჩიპები” შეისყიდა.

„პუტინის პირადი მეგობრის, ანდრეი ბოგდანოვის (რუსეთის დიდი მასონური ლოჟის დიადი მასტერი) ყოფილი „მასონჩიკი”-გეგელიას და სუსლოვის ყოფილი თანაპარტიელის, უსუფაშვილის გულების „გადახეთქად” აღარ გავიმეორებ, რომ აშშ-ევროკავშირის წლიურმა საქონელბრუნვამ ჯამურად ტრილიონნახევარ დოლარს გადააჭარბა…

ჩვენ მათ უბრალოდ ოდნავ “ვუბწკენთ” იმით, რომ გასულ წელს დაწესებული საერთაშორისო სანქციების 11-ვე პაკეტის გვერდის ავლით – რუსეთმა აშშ-სა და ევროკავშირიდან 1,7 მილიარდი დოლარის ღირებულების „ჩიპები” შეისყიდა. დიახ, ის „ჩიპები”, რომლებსაც რუსული წარმოების ტანკებსა და რაკეტებში იყენებენ იმისთვის, რომ შემდგომ უკრაინაში დასავლურ „ჰაიმარსებსა” და „ლეოპარდებს” ანადგურებს, ცოცხალ ძალასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამის შესახებ, „რუსული” (როგორც ჩანს) გამოცემა Bloomberg-ი იუწყება და ზუსტად მიუთითებს ამ მიკროსქემების გამომშვებ კომპანიებს: Intel Corp., Advanced Micro Devices (AMD), Analog Devices Inc., Infineon Technologies AG, STMicroelectronics NV და NXP Semiconductors NV. როდესაც გვეგონა, რომ ომის პერიოდში დასავლეთის მხრიდან რუსეთთან სარფიანი თანამშრომლობის ცინიზმმა ფსკერს უკვე მიაღწია – ქვემოდან მორიგ ჯერზე დააკაკუნეს…“ – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: “ვივამედი”-ს სამედიცინო დირექტორის ცნობით, ამ ეტაპზე სააკაშვილს კლინიკაში დარჩენა კვლავ ესაჭიროება
Next: მოგონილი მითია, რომ ჩვენ გვაწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა. ის რომ გვაწყობდეს, მის გასამართლებას ხომ არ მოვითხოვდით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.