Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ვივამედი”-ს სამედიცინო დირექტორის ცნობით, ამ ეტაპზე სააკაშვილს კლინიკაში დარჩენა კვლავ ესაჭიროება

მარშალ პრესი 26/01/2024
ზურაბ ჩხაიძე

„ვივამედის“ სამედიცინო დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატთან არსებული კონსილიუმის წევრებთან შეხვედრა პროდუქტიული და შედეგიანი იყო.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა ფსიქოემოციური და ნევროლოგიური სტატუსი კვლავ საყურადღებოა.

„მოგეხსენებათ, გუშინ პაციენტი მოინახულეს სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა კონსილიუმის წევრმა ექიმებმა და გასინჯეს. მათ ნახეს კვლევის შედეგებიც. კონსილიუმის ექიმებთან ერთად, ვისაუბრეთ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შეხვედრა იყო პროდუქტიული, შედეგიანი, კოლეგიალური. რა თქმა უნდა, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, სტაბილურია, სასიცოცხლო პარამეტრებიც ნორმის ფარგლებშია, თუმცა ამ ეტაპზე ფსიქოემოციური და ნევროლოგიური სტატუსი საყურადღებო რჩება. ასევე საყურადღებოა გარკვეული კვლევის შედეგები, რის გამოც გრძელდება მეთვალყურეობა და მკურნალობა ხდება სტაციონარის პირობებში“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

კითხვაზე, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, არის თუ არა შესაძლებელი სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა:

„ამ ეტაპზე მას ესაჭიროება სტაციონარის პირობებში ყოფნა. ეს არის კონსილიუმის წევრების გადაწყვეტილებაც და ჩვენ ამ გადაწყვეტილებაში ვეთანხმებით. პაციენტი უფრო მეტად ითვალისწინებს ნუტრიციოლოგის რეკომენდაციას, გააუმჯობესა კვება, საკვების კალორაჟის რაოდენობამ იმატა, თუმცა ეს მაინც არ არის ნორმის ფარგლებში და არ არის რეკომენდებული კალორაჟი, რაც 24 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს. იმედს ვიტოვებთ, რომ გააუმჯობესებს კვებას. ამ ეტაპზე წონის მატება აღინიშნება“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, გუშინ კლინიკა „ვივამედში“ სახალხო დამცველის აპარატთან არსებული კონსილიუმის წევრები იმყოფებოდნენ და მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. მათი განცხადებით, სააკაშვილმა წონაში მოიმატა, ფსიქონევროლოგიური მდგომარეობა კი თითქმის არ შეცვლილა.

Post navigation

Previous: ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად მივესალმოთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრს. ასე რომ, მუშაობა უნდა დაჩქარდეს – ევროკავშირის ელჩი
Next: როდესაც გვეგონა, რომ ომის პერიოდში დასავლეთის მხრიდან რუსეთთან სარფიანი თანამშრომლობის ცინიზმმა ფსკერს უკვე მიაღწია – ქვემოდან მორიგ ჯერზე დააკაკუნეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.