Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრი აჭარის რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

მარშალ პრესი 08/05/2022
თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აჭარის რეგიონში სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა.

ამჯერად მინისტრი ქობულეთში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე იმყოფებოდა. მან სარემონტო და დასრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

თავდაცვის მინისტრმა ბაზის ტერიტორიაზე ჯარისკაცებისთვის ახლად გახსნილი სასადილო, ახალგარემონტებული ყაზარმები დაათვალიერა და დასრულებული ეკლესიაც მოინახულა.

ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება. აღნიშნული პროცესი აქტიურად გრძელდება და სამხედრო ბაზებზე ასობით ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა.

Post navigation

Previous: ნიკოლოზ სამხარაძემ სამხრეთ დანიის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა
Next: ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მორიგი ქველმოქმედება საქართველოში და ახალი პროექტი, რომელიც თავისი შინაარსით უნიკალურია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.