Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ახლად დანიშნულ იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მარშალ პრესი 25/01/2024
7231

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ახლად დანიშნულ იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ იტალია საქართველოს საიმედო პარტნიორია და ორ ქვეყანას საერთო-ევროპული ღირებულებები აკავშირებს. ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ქვეყანა აფასებს იტალიის მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში.

პრემიერ-მინისტრმა დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იტალიის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების სხვადასხვა კუთხით კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის – ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით. ასევე განიხილეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებული თანამშრომლობა თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში.

ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ მაჩვენებლებსა და ქვეყნის ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე ესწრებოდა.

 

Post navigation

Previous: საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ორმხრივ თანამშრომლობას ახალ სიბრტყეში გადაიტანს – ილია დარჩიაშვილი
Next: ვუყურე გუშინდელ გულისამრევ ჩართვას… ცქმუტავდა გროგოლია და მორიგ სკაბრეზულ სანახაობას ელოდა – ვატო შაქარიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.