Skip to content
03/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ორმხრივ თანამშრომლობას ახალ სიბრტყეში გადაიტანს – ილია დარჩიაშვილი

მარშალ პრესი 25/01/2024
ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „შეთანხმება ორმხრივ თანამშრომლობას ახალ სიბრტყეში გადაიტანს “.

მინისტრის თქმით, შეთანხმების განხორციელების პროცესში სხვადასხვა სამინისტროები ჩაერთვებიან,  რაც ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს.

პრინც ფაისალ ბინ ფარჰანის განცხადებით, აღნიშნული საბჭოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილება  საუდის არაბეთში საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტს ფარგლებში მიიღეს.

“ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენს პოზიტიურ ურთიერთობაში.  არსებობს რეალური შესაძლებლობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და აქტიურ ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა“ – აღნიშნა ფაისალ ბინ ფარჰანმა.

ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, მან უკვე მოიწვია  კოლეგა საქართველოში და იგეგმება რომ სწორედ საქართველოში გაიმართოს მთავრობათაშორისი კომისიის პირველი საინაუგურაციო შეხვედრა,   ამის შემდგომ კი ყოველწლიური შეხვედრები მონაცვლეობით თითოეულ ქვეყანაში ჩატარდება.

„ეს გვაძლევს დამატებით შესაძლებლობას იმისათვის, რომ ურთიერთობათა დინამიკა უფრო დიდი ინსტენსივობით გაკონტროლდეს“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

Post navigation

Previous: არჩევნებში გარდაუვალი მარცხის ,,გასამართლებლად” რადიკალური ოპოზიცია ემზადება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, არსებობს პროვოკაციების, ქაოსის, არეულობის, დესტაბილიზაციის და სისხლიანი რევოლუციის მოწყობის გეგმა
Next: პრემიერ-მინისტრი საქართველოში ახლად დანიშნულ იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.