Skip to content
03/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უკვე ფაქტებით არის გარანტირებული, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საზოგადოებაში დღითიდღე მატულობს, მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა რადიკალურად ეცემა

მარშალ პრესი 25/01/2024
რატი იონათამიშვილი

„ქართულ ოცნებას“ და რადიკალურ ოპოზიციას აქვს ღირებულებითი სხვაობა. მაშინ, როდესაც ჩვენი მთავარი მიზანი არის ქვეყნის განვითარება, წინსვლა, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რადიკალური ოპოზიცია მხოლოდ სიძულვილის კამპანიითა და მისი ტირაჟირებით არის დაკავებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. ის დარწმუნებულია, რომ არჩევნებისთვის მმართველი პარტიის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება.

„ფაქტობრივად, ისინი მტრობენ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ეკლესიას. ამ პირობებში, რასაკვირველია, სხვანაირი მოცემულობა ვერ იქნება და უკვე ფაქტებით არის გარანტირებული ის, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ჩვენს საზოგადოებაში დღითიდღე მატულობს, მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა რადიკალურად ეცემა. ეს პროპორციები, როგორც ჩანს, ოქტომბრისთვის კიდევ უფრო თვალშისაცემი იქნება“, – აცხადებს იონათამიშვილი.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება.

Post navigation

Previous: „ქართულ ოცნებასთან“ პრინციპული შეუთავსებლობა არ გვაქვს, ვერ ვთანხმდებით მხოლოდ იმაზე, საზოგადოებას რა დოზით უნდა მივაწოდოთ სიმართლე და ინფორმაცია
Next: იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.