Skip to content
03/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ქართულ ოცნებასთან“ პრინციპული შეუთავსებლობა არ გვაქვს, ვერ ვთანხმდებით მხოლოდ იმაზე, საზოგადოებას რა დოზით უნდა მივაწოდოთ სიმართლე და ინფორმაცია

მარშალ პრესი 25/01/2024
გურამ მაჭარაშვილი

გვაქვს კონსულტაციები, რა ფორმატით წარვდგებით საარჩევნოდ. „ქართულ ოცნებასთან“ პრინციპული შეუთავსებლობა არ გვაქვს, ვერ ვთანხმდებით მხოლოდ იმაზე, საზოგადოებას რა დოზით უნდა მივაწოდოთ სიმართლე და ინფორმაცია, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, „ხალხის ძალის“ პოლიტიკამ ძალიან გაამართლა, რასაც საზოგადოება ხედავს და აფასებს.

„საპარლამენტო უმრავლესობას დღეს უდიდესი მხარდაჭერა აქვს. „ხალხის ძალა“ არჩევნებში სერიოზულ წვლილს შეიტანს. როგორ შევიტანთ, ამას კონსულტაციების შემდეგ მოგახსენებთ. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის აღების ძალიან დიდი შანსი არსებობს. საზოგადოება ხედავს, რომ ქვეყანას ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს. რა თქმა უნდა, მმართველი ძალა სარგებლობს ამომრჩევლის უმრავლესობის მხარდაჭერით. 2024 წლის არჩევნებზე ამომრჩეველთა უდიდესი რაოდენობა მხარს დაუჭერს სწორედ საპარლამენტო უმრავლესობას“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს
Next: უკვე ფაქტებით არის გარანტირებული, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საზოგადოებაში დღითიდღე მატულობს, მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა რადიკალურად ეცემა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.