Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ პოლიტიკაში ისეთ კონვულსიებში ჩააგდო ნაცმარგინალები, რომ აღარ იციან როგორ დაესხნენ თავს მას და მმართველ პარტიას

მარშალ პრესი 25/01/2024
გია აბაშიძე

„მეხუთე კოლონა გრძნობს, რომ დამანგრევლად დამარცხდება საპარლამენტო არჩევნებში და სასოწარკვეთილად უპირისპირდება როგორც ჩვენს სახელმწიფოს, ასევე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის თქმით, რაც უფრო ინტენსიური ხდება მათი დესტრუქციული, ანტიქართული, სამარცხვინო გამოხტომები, მით უფრო მცირდება პარლამენტში მათთვის მინიმალური მანდატების მიღების შანსები.

„ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ პოლიტიკაში ისეთ კონვულსიებში ჩააგდო ნაცმარგინალები, რომ აღარ იციან თუ როგორ დაესხნენ თავს მას და მმართველ პარტიას. წლებით გამოცდილი პოლიტიკური აქსიომაა – როცა კოლექტიური “ნაცმოძრაობა” რაიმეს აპროტესტებს, საქმეები კარგადაა. მეხუთე კოლონა გრძნობს, რომ დამანგრევლად დამარცხდება საპარლამენტო არჩევნებში და სასოწარკვეთილად უპირისპირდება როგორც ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ფასეულობებს, ასევე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. და რაც უფრო ინტენსიური ხდება მათი დესტრუქციული, ანტიქართული, სამარცხვინო გამოხტომები, მით უფრო მცირდება პარლამენტში მათთვის მინიმალური მანდატების მიღების შანსები. ღალატის პარტიის პოლიტიკანები ვერც უკრაინულ სცენარს მოახვევენ თავს საქართველოს და ვერც ვერანაირ დესტრუქციაში მიიღებენ წარმატებას. საზოგადოებასთან ომში მყოფი პოლიტიკური სუბიექტები განწირულნი არიან მუდმივი ფიასკოსთვის “,- წერს გია აბაშიძე.

Post navigation

Previous: საოცნებო ბინები ვაკეში
Next: პოლიტიკას ჩამოცილებული ბიძინა ივანიშვილის სახელიც კი არაადეკვატურ რეაქციებს იწვევდა მათში და ახლა, როცა პოლიტიკაში დაბრუნდა, სულ დაკარგეს საღი აზრი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.