Skip to content
03/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის უშუალო ჩართულობას შეუძლია დადებითი პროცესების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, ოპოზიციას პანიკის საფუძველი ნამდვილად აქვს

მარშალ პრესი 25/01/2024
ირაკლი კობახიძე

ბიძინა ივანიშვილის უშუალო ჩართულობას პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნისთვის შეუძლია ძალიან ბევრი კუთხით დადებითი პროცესების მოტანა. შესაბამისად ოპოზიციას პანიკის საფუძველი ნამდვილად აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„შედეგი იქნება ერთი – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კიდევ უფრო დასუსტება და „ქართული ოცნების“ კიდევ უფრო გაძლიერება. წარსული გამოცდილება და ყველა სხვა ფაქტორიც ამაზე მეტყველებს.

რაც შეეხება არჩევნებში გამარჯვებას, მოვლენების სტანდარტულად გაგრძელების შემთხვევაშიც არ გვქონდა არავითარი პრობლემა და რისკი, გამომდინარე იმ რეიტინგიდან რომელიც გვაქვს. 59% დაფიქსირდა უშუალოდ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ. უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა გვაქვს, 2012 წლის შემდეგ ასეთი მაღალი მხარდაჭერა არ გვქონია.

ბიძინა ივანიშვილის უშუალო ჩართულობას პოლიტიკაში შეუძლია ძალიან ბევრი კუთხით დადებითი პროცესების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად ოპოზიციას პანიკის საფუძველი ნამდვილად აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: მომავალ პარლამენტში „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ 30-35 მანდატის ამარა იქნება – ალუდა ღუდუშაური
Next: მთავარი მიზეზი, რის გამოც „ნაცმოძრაობისა“ და მისი ანასხლეტების არსებობა არ შეიძლება, არის ის, რომ ისინი 100%-ით უცხოური ძალების ინტერესებს ატარებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.