Skip to content
03/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მომავალ პარლამენტში „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ 30-35 მანდატის ამარა იქნება – ალუდა ღუდუშაური

მარშალ პრესი 25/01/2024
ალუდა ღუდუშაური

მესამე ძალა, იქნება ეს გიორგი გახარია, სალომე ზურაბიშვილი, „ლელო“, გვარამია თუ სხვები, რა თქმა უნდა, საერთო წიაღიდან წამოსული არიან, რომელსაც ჩვენ ძალიან სამართლიანად კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვეძახით – მომავალ პარლამენტში „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ 30-35 მანდატის ამარა იქნება – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მდგომარეობა არათუ არასახარბიელო, არამედ ძალიან ცუდია.

„მათ მთელი ეს პერიოდი საკუთარი პროპაგანდა იმაზე ააგეს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ამით მუხტი ხელოვნურად აეწიათ, ქვეყანაში არეულობა, დესტაბილიზაცია გამოეწვიათ, რათა ამ გზით ხელისუფლებაში მოსულიყვნენ. რა თქმა უნდა, დღევანდელი მოცემულობით, სასტარტო პოზიციით, “ქართულ ოცნებას” ძალიან დიდი უპირატესობა აქვს – პირდაპირ შეგვიძლია გითხრათ, რომ დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილება არის ის, რომ “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა” 30-35 მანდატის ამარა იქნება. ეს არც გასაკვირი და არც მოულოდნელია – არის ძალიან სამართლიანი და ლოგიკური“, -აღნიშნა ღუდუშაურმა.

Post navigation

Previous: აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან რომ ფინანსდებოდეს შეერთებულ შტატებში მოქმედი რომელიმე „ენჯეო“, იმ „ენჯეოს“ დამფუძნებელი იყოს ამერიკის ყოფილი თავდაცვის მდივანი და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არც აღიარებდეს, არც უარყოფდეს
Next: პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის უშუალო ჩართულობას შეუძლია დადებითი პროცესების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, ოპოზიციას პანიკის საფუძველი ნამდვილად აქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.