Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რომ არა „ხალხის ძალის“ პოლიტიკა, საზოგადოების სწორი პოზიციონირება და შემდეგ უკვე, ხელისუფლების ადეკვატური ქმედებები, იმ სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, რაშიც, სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი ქვეყანაა

მარშალ პრესი 24/01/2024
გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ ისტორიას რომ გადავხედოთ (მოძრაობის შექმნიდან წელიწადნახევარი გავიდა, დაახლოებით), „ხალხის ძალის“ განცხადებებში მითითებული დეტალები, ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, პრაქტიკულად, გაიმეორეს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილმა მოძრაობის პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც წინა საარჩევნო პერიოდშიც საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

„მაგალითად, ჩვენ მიერ დასახელებული „ვასალური დამოკიდებულება“ მერე გაიმეორა თურქეთის პრეზიდენტმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა; ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ ახლა სურთ უკვე, რომ ევროპარლამენტში მიიღონ და ა.შ. რაც მთავარია, საზოგადოებამ დაინახა, რომ რასაც ვამბობდით, ის ერთი-ერთში სრულდებოდა. აქედან გამომდინარეობს სწორედ ის მაღალი მხარდაჭერა, რასაც საზოგადოებისგან ვგრძნობთ.

„ხალხის ძალამ“ მოვახერხეთ და ახალი პოლიტიკური პლატფორმა ჩამოვაყალიბეთ, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში ხალხის პირდაპირ ჩართულობას გულისხმობს. რომ არა „ხალხის ძალის“ ეს პოლიტიკა, საზოგადოების სწორი პოზიციონირება და შემდეგ უკვე, ხელისუფლების ადეკვატური ქმედებები, იმ სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, რაშიც, სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი ქვეყანაა.

„ხალხის ძალის“ მიერ ახალი პოლიტიკის ფორმირება ემსახურება იმას, რომ თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდშიც საზოგადოება სწორად ინფორმირებული იყოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, როგორც აქამდე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ბოლო პერიოდში სიმართლის დიდი ნაწილის თქმა გვიწევს უმრავლესობაში უმცირესობის წარმომადგენლებს, „ხალხის ძალას“, ხოლო უმრავლესობაში მყოფი „ქართული ოცნება“, ხშირ შემთხვევაში, გვეთანხმება
Next: საზოგადოება 2024 წელს ნაც.მოძრაობას აუცილებლად გამოუტანს პოლიტიკურ და სამართლებრივ განაჩენს – დიმიტრი ხუნდაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.