Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბოლო პერიოდში სიმართლის დიდი ნაწილის თქმა გვიწევს უმრავლესობაში უმცირესობის წარმომადგენლებს, „ხალხის ძალას“, ხოლო უმრავლესობაში მყოფი „ქართული ოცნება“, ხშირ შემთხვევაში, გვეთანხმება

მარშალ პრესი 24/01/2024
ხუნდაძე

„როდესაც „ნაცმოძრაობა“ პრობლემაა ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ის უნდა გასამართლდეს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ქვეყანას სიმშვიდის საშუალებას არ აძლევს, თუმცა, მათ საზოგადოებისგან მხარდაჭერა არ აქვთ. ბოლო პერიოდში სიმართლის დიდი ნაწილის თქმა გვიწევს უმრავლესობაში უმცირესობის წარმომადგენლებს, „ხალხის ძალას“, ხოლო უმრავლესობაში მყოფი „ქართული ოცნება“, ხშირ შემთხვევაში, გვეთანხმება.

როდესაც „ნაცმოძრაობა“ პრობლემაა ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ის უნდა გასამართლდეს. მათი ძალიან ბევრი დანაშაული გვახსოვს, რომელსაც ისევ ამატებენ და ამატებენ ახალ დანაშაულებს.

საზოგადოებას სიმშვიდის საშუალებას არ აძლევენ, ქვეყნის განვითარებას განუვითარებლობად ასაღებენ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასაც მილიარდების მოპარვას აწერენ და ა.შ. ასეთ დროს მახსენდება, უკრაინის დროშას რომ აფრიალებდნენ, იმ დროს, უკრაინას სისხლი და წამალი რომ დასჭირდა და შეგროვება დავიწყეთ, ოპოზიციიდან ხუთი დეპუტატი ვერ ვნახეთ, რომ სისხლი გაეღოთ, ან ჯიბეში ხელი ჩაეყოთ თანხის გასაცემად.

ესენი აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, რომლის დაყადაღებული ორი მილიარდიც ასევე ქველმოქმედებაა – გლობალური ომის პარტიის ქისაში ჩადებულია მშვიდობისთვის. ამიტომ, ეს არაფრისმთქმელი პოლიტიკოსები, რომლებიც გარე ძალებისგან ფინანსდებიან, ერთმანეთთან კი პოულობენ საერთოს, მაგრამ არა – საზოგადოებასთან“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: შარლატანობა და უტიფრობა ორპროცენტიანი მამუკა ხაზარაძის “კრედოა”, თაღლითები და წამგლეჯები ვერასდროს იქნებიან წარმატებული პოლიტიკაში
Next: რომ არა „ხალხის ძალის“ პოლიტიკა, საზოგადოების სწორი პოზიციონირება და შემდეგ უკვე, ხელისუფლების ადეკვატური ქმედებები, იმ სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, რაშიც, სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი ქვეყანაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.