Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აუცილებელია საქართველოში ჩატარდეს ნიურნბერგის მსგავსი პროცესი, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აღიგავოს პირისაგან მიწისა, ის საშინელება, რასაც მიშიზმ-ფაშიზმი ჰქვია

მარშალ პრესი 24/01/2024
ედიშერ გვენეტაძე

„ნაცმოძრაობა და მასთან ასოცირებული ე.წ. პარტიები უნდა გასამართლდეს ჩადენილი დანაშაულობებისათვის და უნდა გასამართლდეს ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა ნიურნბერგში“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს“.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, გერმანელ ფაშისტებს და აქაურ მიშისტ-ფაშისტებს აბსოლუტური მთავარი მსგავსებანი ჰქონდათ ერთმანეთთან, მაგრამ იყო ერთი სხვაობა, გერმანელი ფაშისტები საკუთარ მოსახლეობას ისეთი სისასტიკით არ ექცეოდნენ, როგორც ამას აკეთებდნენ აქაური ფაშისტ-მიშისტები.

„2012 წლის 1 ოქტომბრის 20 სთ 05 წთ-დან ვიძახი, რომ ნაცმოძრაობა და მასთან ასოცირებული ე.წ. პარტიები უნდა გასამართლდეს ჩადენილი დანაშაულობებისათვის!
და უნდა გასამართლდეს ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა ნიურბერგში1945 წლის 20 ნოემბრიდან 1946ვწლის 1 ოქტომბრამდე!

რატომ? იმიტომ, რომ გერმანელ ფაშისტებს და აქაურ მიშისტ-ფაშისტებს აბსოლუტური მთავარი მსგავსებანი ჰქონდათ ერთმანეთთან:

1. ორივე შექმნილი და დაფინანსებული იყო გარე იმპერიალისტური ძალების მიერ!
2. ორივე დააფინანსეს და შექმნეს მათზე მზრუნველობა იმისათვის, რომ ისინი გამოეყენებინათ მესამე ძალის წინააღმდეგ!

3. გერმანელმა ფაშისტებმა და აქაურმა მიშისტებმა უმძიმესი მარცხისა და დამცირებისათვის გაწირეს საკუთარი ქვეყნების მოსახლეობა!
4. ორივენი ციხეებში, ქუჩებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აწამებდნენ, კლავდნენ ადამიანებს და ყოველივე ამას კინოფირებზე აღბეჭდავდნენ!

5. ორივე მათგანმა დანაშაულებრივი გზით მიიტაცა ხელისუფლება!
მაგრამ იყო ერთი სხვაობა:

გერმანელი ფაშისტები საკუთარ მოსახლეობას ისეთი სისასტიკით არ ექცეოდნენ, როგორც ამას აკეთებდნენ აქაური ფაშისტ-მიშისტები!
ამიტომაც აუცილებელია საქართველოში ჩატარდეს ნიურნბერგის მსგავსი პროცესი!

რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აღიგავოს პირისაგან მიწისა, ის საშინელება რასაც მიშიზმ-ფაშიზმი ჰქვია!“- წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: აი ეს არის ის საბოლოო გეგმა, რასაც აპირებს “გლობალური ომის პარტია” ჩვენს ქვეყანაში – ნინო ფოჩხუა
Next: ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდებიან ჩვენს თანამშრომლებს, მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, უნდა დაისაჯონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.