Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აი ეს არის ის საბოლოო გეგმა, რასაც აპირებს “გლობალური ომის პარტია” ჩვენს ქვეყანაში – ნინო ფოჩხუა

მარშალ პრესი 24/01/2024
ნინო ფოჩხუა

აი ეს არის ის საბოლოო გეგმა, რასაც აპირებს “გლობალური ომის პარტია” ჩვენს ქვეყანაში. აი ამას მოაწერა ხელი, გვარამიას დავესესხები, რეზიდენტმა, – ასე ეხმიანება  ნინო ფოჩხუა, „ხალხის ძალის“ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის საბოლოო არჩევანს „გლობალური ომის პარტია“ არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე გააკეთებს, თუ სააკაშვილში დაინახავენ მეტ საარჩევნო რესურსს, მას სალომეს შეაწყალებინებენ, ხოლო თუ სალომეში – სააკაშვილი ციხეში დარჩება, სალომე სექტემბერში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგება და „ლელოსთან“ ერთად საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ფოჩხუას თქმით, ეს გეგმა თავშივე განწირულია და აღსრულება არ უწერია.

„აი ეს არის ის საბოლოო გეგმა, რასაც აპირებს “გლობალური ომის პარტია” ჩვენს ქვეყანაში. აი ამას მოაწერა ხელი, გვარამიას დავესესხები, რეზიდენტმა…
ეს გეგმა თავშივე განწირულია, მაგრამ ამ უსამშობლო ქალის დამცველებს ნუთუ სულ ცოტა იმის ანალიზის უნარი არ აქვთ, საით მიაქანებს მათი აგენტი პრეზიდენტი ქვეყანას?
და კიდევ, გეგმას, რომელიც თავშივე გაშიფრულია, აღსრულება არ უწერია, ასეთ შემთხვევებში კი ქართველი ხალხი კიდევ უფრო ერთ მუშტად იკვრება ქვეყნის გადასარჩენად.“ – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

Post navigation

Previous: კალაძის წინააღმდეგ ხაზარაძე სარჩელს შეიტანს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამოო – ლევან ნიკოლეიშვილი
Next: აუცილებელია საქართველოში ჩატარდეს ნიურნბერგის მსგავსი პროცესი, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აღიგავოს პირისაგან მიწისა, ის საშინელება, რასაც მიშიზმ-ფაშიზმი ჰქვია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.