Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

განვადებით მშენებლობის მასშტაბური პროგრამის საზოგადოებრივი დასაქმებისა და ქვეყანაში მიმდინარე ენერგეტიკული პროექტების შესახებ ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

მარშალ პრესი 07/05/2022
ეკონომიკური საბჭო
განვადებით მშენებლობის მასშტაბური პროგრამა, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა და ქვეყანაში მიმდინარე ენერგეტიკული პროექტები იყო მთავარი თემები ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ეკონომიკური საბჭოს წევრებმა იმსჯელეს განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამაზე. როგორც ცნობილია, მთავრობა სთავაზობს სამშენებლო სექტორს, მოიზიდონ გარანტირებული დაკვეთით დამატებითი ფინანსური რესურსი და ჩაერთონ პროგრამაში, რაც ხელს შეუწყობს ერთის მხრივ, დაგეგმილი პროექტების ვადაზე ადრე განხორციელებას და მეორეს მხრივ, ეკონომიკურ ზრდას. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე სხვადასხვა უწყებების მიერ 2 მლრდ ლარის სამუშაოები განხორციელდება, მათ შორის, ევროპული სტანდარტების სკოლების მშენებლობა, პოლიციისა და ჯარისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, წყალმომარაგების პროექტები და ა.შ.
პრემიერმა მოისმინა ინფორმაცია საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის მიმდინარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ პროგრამით დაინტერესება დღეის მდგომარეობით, 20 000-ზე მეტმა მსურველმა გამოხატა, მათ შესაბამისი ხელშეკრულებები უფორმდებათ და ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ენერგეტიკული პროექტები, მათ შორის, საუბარი შეეხო დიდი და მცირე ჰესების მშენებლობას. პრემიერმა მიიღო ინფორმაცია ენერგეტიკის განვითარების გეგმის შემუშავების პროცესზე, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

Post navigation

Previous: როგორია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პორტრეტი – ნანა კაკაბაძის მიმართვა საზოგადოებას
Next: სპეციალური პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს თავი შეიკავონ სპეკულირებისგან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.