
უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:
“მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პორტრეტი
მიხეილ სააკაშვილი, ისტორიკოსი დედის და კაგებეშნიკი ბიძის ხელში დედისერთად გაზრდილი, საბჭოთა პარტიული კარიერისთვის ემზადებოდა.
მსახურობდა კგბ-ს სასაზღვრო ჯარშიც და სწავლობდა კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზეც.
ამ პერიოდში საბჭოთა კავშირი დაიშალა.
ის 1992 წელს საქართველოში დაბრუნდა და ახალი დროების შესაბამისად, კარიერული ორიენტაციები შეიცვალა.
ამ დროს საქართველო სამოქალაქო დაპირისპირებაში იყო გახვეული (ჯერ გამსახურდიასა და ოპოზიციას შორის, შემდეგ აფხაზეთში). 24-25 წლის მიშა იმდროინდელ ოპოზიციას მხოლოდ იდეურად დაუკავშირდა, ერთი-ორი სტატია გამოაქვეყნა.
აფხაზეთის ომში წასვლაზე არც უფიქრია.
სამაგიეროდ 1992-95 წლებში დაამთავრა რამდენიმე ქვეყნის რამდენიმე უნივერსიტეტი და მუშაობა დაიწყო ნიუ იორკის ადვოკატურაში,
სადაც გაიცნო ზურაბ ჟვანიამ და შესთავაზა 1995 წლის არჩევნებში „მოქალაქეთა კავშირის“ პარტიულ სიაში შეყვანა.
ასე დაიწყო მისი პოლიტიკური კარიერა.
1995-2001 წლებში ის პრეზიდენტ შევარდნაძის თავგადაკლული მხარდაჭერი იყო, რის გამოც ჯერ მოქალაქეთა კავშირის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის, შემდეგ იუსტიციის მინისტრის და თბილისი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტები დაიკავა.
2002-2003 წლებში ზურაბ ჟვანიასთან ერთად, რადიკალურ ოპოზიციაში ჩაუდგა პრეზიდენტ შევარდნაძეს.
გახდა 2003 წლის 22 ნოემბერს „ვარდების რევოლუციად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალების ლიდერი.
სააკაშვილი და მისი გარემოცვა თვლის, რომ მიშა ახალი სახელმწიფოს შემქმნელი და მშენებელია.
რეალურად
სააკაშვილის რეჟიმი ქართული სახელმწიფოს დაშლისა და დიქტატურის პერიოდია.
სააკაშვილმა პატრიოტული ლოზუნგების ფონზე რუსეთს გადასცა საქართველოს ტერიტორიების ძირძველი ნაწილი, ეკონომიკის მართვის ბერკეტები.
უთანასწორო ომში დაიღუპა ასობით, დაიჭრა ათასობით, და ლტოლვილად იქცა ათიათასობით ადამიანი.
მიხეილ სააკაშვილის მმართველობისს (2003-2012 წ) პერიოდს, ქართველმა ხალხმა სისხლიანი 9 წელი დაარქვა.
2004 წლიდან იწყება სისხლიანი ანგარიშსწორება საკუთარ ხალხზე.
2005 წლის დასაწყისში ხდება პრემიერ ზურაბ ჟვანიას ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალება.
შიშისა და მორჩილების დანერგვას, ათეულობით ქუჩებში დახვრეტილი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელიც კრიმინალთან ბრძოლის ლიზუნგით შეიფუთა.
პენიტენციურ სისტემაში პატიმრებისათვის შეიქმნა არაადამიანური პირობები,
სასამართლო რეფორმების ლოზუნგით დამკვიდრდა უსამართლო სასამართლო,
კორუფციასთან ბრძოლის ლოზუნგით ხელყოფილ იქნა ათასობით ადამიანის კერძო საკუთრება,
სოციალური სამართლიანობის ყალბი ლოზუნგით, არასაბიუჯეტო ფონდებში მსჯავრდებულებს თანხებს იძულებით არიცხვნებდნენ, რითიც ხდებოდა პარტიული ყულაბის გამდიდრება და აკუმულირებული თანხების საარჩევნოდ გამოყენება, არჩევნების შედეგების არაერთხელ გაყალბება.
მედიის თავისუფლების ლოზუნგით, მედიის ძირითადი ნაწილის მონოპოლიზება და მკაცრ ჩარჩოებში მოქცევა,
კანონის უზენაესობის დამკვიდრების ლოზუნგით მრავალი პოლიტიკური ოპონენტის და საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქის პოლიტიკურ პატიმრად და პოლიტიკურ დევნილად, ქცევა.
ფსევდო ელიტა და ფსევდო სამოქალაქო საზოგადოებას (სახელისუფლებო ოპოზიცია, არასამთავრობოები, პროფკავშირები, მედია, სამეცნიერო საზოგადოება), ტვინების გამორეცხვის მეთოდით ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავდათ „სხვაგვარად მოაზროვნეები“.
პოლიტიკოსმა სააკაშვილმა თავი წარმოაჩინა, როგორც საქართველოში ახლად დამკვიდრებული, დემოკრატიული ღირებულებების მნგრეველმა და ქვეყანაში ბოლშევიკური რეჟიმის რეციდივების დამბრუნებელმა.
პატიოსნების, სამართლიანობისა და პატრიოტიზმის ლოზუნგების ფონზე, მიშა, მისი ოჯახი და გარემოცვა წარმატებით იშენებდნენ კეთილდღეობას, ეუფლებოდნენ აურაცხელ სიმდიდრეს, ხდებოდნენ მილიონერები და მილიარდერები.
ხელისუფლებიდან წასვლის შემდგომ, მეორე ათწლეულში სააკაშვილმა ხელისუფლების წყურვილის დაკმაყოფილება უკრაინაში სცადა, მიიღო იქაური მოქალაქეობა და ჩინოვნიკობა.
დახვეწილი პიარ ტექნოლოგიების საშუალებით უკრაინულ პოლიტიკურ ელიტაშიც დაწინაურდა, თუმცა წარუმატებლად დასრულდა მისი მცდელობა, საკუთარი დამწინაურებელი პრეზიდენტი პოროშენკოსთვის იგივე მოეწყო, რაც საქართველოში შევარდნაძეს.
უკრაინიდანაც გააძევეს.
ამ პერიოდში საქართველო მისი ყურადღების სფეროს ნაკლებად წარმოადგენდა, რადგან ჯერ ერთი, აქ „ქართული ოცნების“ რეიტინგი იყო მაღალი და მეორეც, აქაური აქტივობები იქ ხელს შეუშლიდა.
შემდგომში პრეზიდენტ ზელენსკის კარზე კვლავ მოიპოვა კეთილგანწყობა, მაგრამ პირველობის პერსპექტივები მალევე გადაეწურა და კვლავ საქართველოზე გადმოერთო, რადგან აქ ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა შესუსტებულად ჩათვალა.
ქვეყნის არევის, მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მან საქართველოში შემოპარვა და აქ რევოლუციის მოწყობა გადაწყვიტა.
განზრახვის წარმატებაში დარწმუნებული მიშა, ციხისთვის მორალურად, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მომზადებული არ აღმოჩნდა.
პატიმარი სააკაშვილი პატიმრობაშიც უღირსად იქცევა, შიმშილობით, ხან სიმულაციით, ხან „მიშველეთ ხალხოს“ ძახილით მუდმივად ცდილობს ქვეყანაში სიტუაციის არევას.
მისი ექიმებიც კი აცხადებენ, რომ „რეალობასთან შეუგუებლობის“ ავადმყოფობა სჭირს, ხალხის ხარჯზე კომფორტს შეჩვეული ბიჭი ციხეში თავს არაკომფოტულად გრძნობს.
თურმე გისოსები და ბადრაგები ციხეთა სისტემას უნდა მოაშორონ, რომ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლეც საფრთხის ქვეშ არ დადგეს.
ნგრევის დიდოსტატი სააკაშვილის მოთხოვნით მოწყობილი სისტემატური მიტინგები მის მომხრეებშიც კი პროტესტს იწვევს, რადგან ყოველ ჯერზე დაანონსებული „მთავრობის დამამხობელი“ „გადამწყვეტი“ და „გრანდიოზული“ მიტინგის უშედეგო დაშლა მათში ფლუსტრაციას იწვევს.
ხოლო დანარჩენ საზოგადოებას, ყელში ამოუყვანეს, მხოლოდ საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მორგებული დაუსრულებელი აქციები.
მისმა პოლიტიკამ როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში, გააჩინა მიუღებლობა დემოკრატიული ღირებულებებისადმი, ვინაიდან სააკაშვილმა დაამკვიდრა ფსევდო ლიბერალიზმი, ფსევდო, პატრიოტიზმი, ფსევდო დამოუკიდებელი მედია, ფსევდო არასამთავრობოები, რომლებიც ფაქტიურად ნაცმოძრაობის პარტიულ უჯრედებს წარმოადგენენ.” – წერს კაკაბაძე